მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია მილიარდ 946 მილიონი ლარია

5dedeb509d804
ლევან თაღიაშვილი
09.12.19 10:34
1329
საქართველოს საფონდო ბირჟის საბაზრო კაპიტალიზაცია, ოფიციალური ვებ-გვერდის gse.ge-ს ინფორმაციით, 1 მილიარდ 946 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მატება 1 თვის განმავლობაში დაახლოებით 4 მილიონი ლარია და 30 ნოემბრის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 2019 წლის განმავლობაში.

რაც შეეხება ისტორიულ მაქსიმუმს, ის 2017 წლის 30 ნოემბერს ფიქსირდება, როდესაც საბაზრო კაპიტალიზაცია 3,307 მილიარდი ლარი იყო.

მცირედით გაზრდილია ბირჟის ინდექსი GSX, რომელიც 93.18 ერთეულისგან შედგება.