რაც შეეხება არასაბირჟო გარიგებებს, სს „ტრანსმშენის“ 100 ათასამდე აქცია 178 ათას ლარად გასხვისდა. შეგახსენებთ, რომ კომპანია ბირჟაზე 2017 წელს დაილისტა, მისი საწესდებო კაპიტალი 970 ათას ლარს შეადგენს, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1.5 მილიონ ლარს.
15 ოქტომბერს შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის" მიერ გამოშვებული 2- წლიანი, 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები დაუშვეს საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი კი სს "გალთ ენდ თაგარტი" იყო. ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 7.5%-ით, პროცენტის წელიწადში ორჯერ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2021 წლის 9 აგვისტო.
ბირჟის ინდექსი GSX მცირედით გაიზარდა თითქმის განახევრების შემდეგ და ამჟამად ის 93.6 ერთეულისგან შედგება.
საბაზრო კაპიტალიზაცია 30 სექტემბრის მონაცემებით, 1 მილიარდ 886 მილიონი ლარია.