მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

5db68af94e022
ლევან თაღიაშვილი
28.10.19 11:00
946
სავაჭრო სესიების დროს საქართველოს საფონდო ბირჟაზე „ლიბერთი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ აქციებზე დაიდო გარიგება. ჯამში, 50 000-მდე ფასიანი ქაღალდი გასხვისდა 2705 ლარად.

ე.წ „ფიქსინგის“ დროს სს „აქატისა“ და „ლიბერთის“ აქციები გასხვისდა. მათი საერთო მოცულობა 158 ათასი ერთეული იყო, ღირებულება კი -  თითქმის 61 ათასი ლარი.

შეგახსენებთ, რომ სს „ნიკორას“ 28 მილიონი ლარის ობლიგაციები დაილისტა ბირჟაზე. ეს კომპანიის უკვე რიგით მესამე ემისიაა.

ლონდონში, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, გასულ კვირას 2-მა მათგანმა ვაჭრობა დადებითად დაასრულა, დანარჩენი 2-ის აქციების კი, გაუფასურდა. "საქართველოს ბანკის" 226 ათასზე მეტი ფასიანი ქაღალდი გასხვისდა 2.9 მილიონ ფუნტად, "Georgia Capital"-ის 96 ათასი აქცია გაიყიდა 945 ათას ფუნტად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 18 ათას ფასიან ქაღალდზე დაიდო გარიგება 36 ათას ფუნტად; "თიბისი ბანკს" რაც შეეხება, მისი 240 ათასი აქცია გაიყიდა 3.1 მილიონ ფუნტად.

Galt & Taggart-ის ბოლო მონაცემებით, ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია ლონდონში "თიბისი ბანკია", რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც 728 მილიონ ფუნტს შეადგენს, "საქართველოს ბანკი" 633 მილიონი ღირს, "Georgia Capial" - 354 მილიონი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კი - 257 მილიონი.

1 იანვრიდან, დღემდე ოთხივე კომპანიის აქციები გაუფასურებულია. „საქართველოს ბანკის“ აქციები 6.46%-ითაა შემცირებული, „Georgia Capital”-ის – 5.39%-ით, “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ – 4.17%-ით, „თიბისი ბანკის“ – 13.27%-ით, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემი ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში გამოსწორებულია.

საქართველოში ბირჟის ინდექსი GSX ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით, 92 პუნქტისგან შედგება. შეგახსენებთ, რომ 1 თვის წინ ის თითქმის განახევრდა. საბაზრო კაპიტალიზაცია კი,1 მილიარდ 886 მილიონი ლარია.