მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

5dbfd21ae537a
ლევან თაღიაშვილი
04.11.19 12:30
989
საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასულ კვირას მცირე აქტივობა იყო, რადგან როგორც - სავაჭრო სესიების, ისე ე.წ „ფიქსინგის“ დროს გარიგება მხოლოდ სს „ლიბერთი ბანკის“ აქციებზე დაიდო. გახვისდა 60 ათასზე მეტი აქცია, თუმცა თითოეული მათგანის ფასი 2 თეთრი იყო და ამიტომ გარიგების ჯამურმა ღირებულებამ 1202 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო კომპანიების („საქართველოს რკინიგზა“, „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“) ობლიგაციების ფასს 1 კვირაში დიდი ცვლილება არ განუცდია, თუმცა წლის მაჩვენებელი ორივე მათგანს დადებითი აქვს. 1 იანვრიდან დღემდე „საქართველოს რკინიგზის“ ობლიგაციები 5.71%-ითაა გაზრდილი, „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ კი - 3.77%-ით. შეგახსენებთ, კომპანიები საფონდო ბირჟაზე არაა დალისტული და მათზე ე.წ „over the counter“ გარიგებები იდება, ამიტომ გაყიდული ობლიგაციების კონკრეტულ რაოდენობა საჯარო არაა.

ლონდონში, სადაც 4  ქართული კომპანიაა დალისტული. დადებითად ვაჭრობა 2-მა კომპანიამ დაასრულა; დანარჩენი 2-ის ფასიანი ქაღალდები კი, გაუფასურდა. "საქართველოს ბანკის" ჯამში, 143 ათასზე მეტი აქცია გასხვისდა 1.8 მლნ ფუნტად, "Georgia Capital"-ის 75 ათასი ფასიანი ქაღალდი გაიყიდა 734 ათასად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აქციებზე დადებულმა გარიგებამ 269 ათასი ფუნტი შეადგინა, რაც შეეხება "თიბისი ბანკს" მისი 138 ათასი ფასიანი ქაღალდი გასხვისდა თითქმის 1.8 მილიონ ფუნტად.

კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციას თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია LSE-ზე "თიბისი ბანკია" და ის 710 მილიონ ფუნტადაა შეფასებული, "საქართველოს ბანკი" 641 მილიონი ღირს, "Georgia Capital" - 356 მილიონი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კი - 223 მილიონი ფუნტი.

წლიური მაჩვენებლის მიხედვით, 1 იანვრიდან დღემდე 4-ივე კომპანიის აქციის ფასი გაუფასურებულია. "საქართველოს ბანკის" აქციები 5.23%-ით გაუფასურდა, "Georgia Capital" - 5%-ით, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" ფასიანი ქაღალდები ყველაზე მეტად, 16.91%-ითაა გაუფასურებული, "თიბისი ბანკის" კი - 15.37%-ით.

საქართველოში ბირჟის ინდექსი GSX, დაახლოებით, 3 პუნქტით დაეცა და ამჟამად მისი მაჩვენებლი 88 პუნქტს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, ბირჟის საბაზრო კაპიტალიზაცია 56 მილიონი ლარითაა მომატებული და ჯამში, მისი მაჩვენებელი 1 მილიარდ 942 მილიონ ლარს შეადგენს.