11.ნოემბერი .2019 18:48

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

views 273
უკან

ბოლო 2-3 კვირაა საქართველოს საფონდო ბირჟა, ფაქტობრივად, უმოქმედოა. სავაჭრო სესიების დროს მხოლოდ სს „ლიბერთი ბანკის“ 14 000-მდე აქცია გასხვისდა; თითოეული მათგანის ფასი 3 თეთრამდე იყო, ამიტომ ჯამურმა ღირებულებამ 397 ლარი შეადგინა.

სხვა სიახლეები საფონდო ბირჟაზე მისი ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით არ ყოფილა.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, დადებითად ვაჭრობა 3-მა მათგანმა დაასრულა; "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აქციების ფასი კი არ შეცვლილა. 1 კვირის განმავლობაში "საქართველოს ბანკის" 378 ათასი აქცია გაიყიდა 5.3 მილიონ ფუნტად, "Georgia Capital”-ის 145 ათას აქციაზე დაიდო გარიგება 1.4 მილიონად, "თიბისი ბანკის" 169 ათასი ფასიანი ქაღალდი გასხვისდა 2.2 მილიონად, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ რაც შეეხება, მის 111 ათას აქციაზე დაიდო გარიგება.

LSE-ზე ყველაზე ძვირადღირებული კომპანია კვლავ „თიბისი ბანკია“ 745 მილიონი ფუნტ სტერლინგით, შემდეგ მოდის „საქართველოს ბანკი“ 710 მილიონით, „Georgia Capital” – 373 მილიონით და “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ 237 მილიონით.

1 იანვრიდან დღემდე 3 კომპანიის აქციების ფასია გაუფასურებული; „საქართველოს ბანკი“ კი, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პლიუსში გავიდა და მისი YTD მაჩვენებელი 5.01% გახდა. „Georgia Capital“-ის აქციების ფასი თითქმის 1 წელიწადში 0.49%-ითაა შემცირებული, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 11.76%-ით, „თიბისი ბანკის“ კი - 11.17%-ით.

საქართველოში ბირჟის ინდექსი GSX ერთი კვირაა არ შეცვლილა და კვლავ 88.5 ერთეულისგან შედგება.

ბირჟის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 31 ოქტომბრის მონაცემებით 1 მილიარდ 942 ლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა