მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საგარეო ვალი 21.3 მილიარდ ლარამდე შემცირდა

647d60334de5e
BM.GE
05.06.23 09:00
929
ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ თვეში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა დოლარებში 8.55 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 730 მილიონი დოლარით მეტია, თუმცა, დოლართან და ევროსთან ლარის გამყარების გამო ეროვნულ ვალუტაში გამოსახული ვალის მოცულობა 21.35 მილიარდი ლარია, რაც წლიურად 2.6 მილიარდით არის შემცირებული.

საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკის კრედიტია, რომლებიც ქვეყანამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომლის კრედიტებიც ასევე ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. მესამე ადგილზეა ევროპის საინვესტიციო ბანკი.

დონორების რეიტინგი:

● აზიის განვითარების ბანკი (ADB) - $2.1 მილიარდი დოლარი;
● მსოფლიო ბანკის ჯგუფი - $2.0 მილიარდი დოლარი;
● ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - $1.0 მილიარდი დოლარი;
● საფრანგეთი - $768 მილიონი დოლარი;
● გერმანია - $651 მილიონი დოლარი;
● ევროობლიგაცია - $500 მილიონი დოლარი;
● ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ. - $322 მილიონი დოლარი;
● ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - $237 მილიონი დოლარი;
● აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) - $202 მილიონი დოლარი;
● მთავრობის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ (IMF) - $198 მილიონი დოლარი;
● იაპონია - $151 მილიონი დოლარი;
● ევროგაერთიანება (EU) - $146 მილიონი დოლარი;
● სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - $37 მილიონი დოლარი;
● რუსეთი - $19 მილიონი დოლარი;
● ავსტრია - $14 მილიონი დოლარი;
● ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - $13 მილიონი დოლარი;
● ქუვეითი - $12 მილიონი დოლარი;
● ამერიკის შეერთებული შტატები - $10 მილიონი დოლარი;
● თურქეთი - $5.3 მილიონი დოლარი;
● ყაზახეთი - $3.0 მილიონი დოლარი;
● აზერბაიჯანი - $2.7 მილიონი დოლარი;
● სომხეთი - $2.4 მილიონი დოლარი;
● ირანი - $2.0 მილიონი დოლარი.