მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საგარეო ვალი აპრილში შემცირდა

62834da8cd847
ნინო ტაბატაძე
17.05.22 20:22
1650
საქართველოს საგარეო ვალი აპრილში 1.1 მილიარდი ლარით შეუმცირდა.

1 მაისისთვის, ქვეყანას უცხოელი კრედიტორების 7.8 მლრდ დოლარი მართებდა, რაც 259 მილიონი დოლარით ნაკლებია გასული თვის მაჩვენებელზე. თუ ლარში კონვერტირება მოხდება, კლება 1 მილიარდს აღემატება.

საქართველოს საგარეო ვალი

• 2022 წლის მარტი - $8.08 მლრდ 
• 2022 წლის აპრილი - $7.82 მლრდ (- $259.3 მლნ)

შემცირდა შიდა ვალიც - 304 მლნ ლარით. შიდა ვალის ჯამური მოცულობა 5.8 მლრდ ლარს შეადგენს.

მთლიანობაში სახელმწიფო ვალი 29.8 მლრდ ლარია.

საქართველოს სახელმწიფო ვალი:
 

• საგარეო ვალი - 23.9 მლრდ ლარი
• შიდა ვალი - 5.89 მლრდ ლარი
• სულ 29.8 მლრდ ლარი (-1.4 მლრდ ლარი).