მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტული ფრენები 16%-ით შემცირდა

5daafb5ad1ec9
BM.GE
19.10.19 16:20
1724
2019 წლის 9 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” 105 272 ინსტრუმენტალურ და ვიზუალურ აფრენა-დაფრენას, ასევე ტრანზიტულ გადაფრენას მოემსახურა.

აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის 9 თვის მაჩვენებელზე 11 884 ფრენით, ანუ 10.1%-ით ნაკლებია.

შპს “საქაერონავიგაცია” მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სამ საერთაშორისო და ორ ადგილობრივ აეროპორტში 37 944 აფრენა – დაფრენას მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 631 ფრენით, 1.7%-ით მეტია.

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს საჰაერო სივრცეში 64 460 ტრანზიტული ფრენა განხორციელდა, აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წლის 9 თვის განმავლობაში შესრულებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით 12 515 ფრენით, ანუ 15.7 % – ით არის შემცირებული.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულებული გადაფრენების შემცირების მიზეზი პაკისტანი – ინდოეთის კონფლიქტია. პაკისტანის საჰაერო სივრცის ჩაკეტვამ გავლენა მოახდინა საჰაერო ნაკადებზე, რომლებიც მოძრაობდა სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიიდან ევროპისკენ და პირიქით. ცვლილებებმა საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულებულ გადაფრენებზეც იმოქმედა და საჰაერო ნაკადის ნაწილმა გადაინაცვლა სამხრეთით, რამაც საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულებული გადაფრენების შემცირება გამოიწვია. საქაერონავიგაცია საჰაერო ნაკადების

დაბრუნებას ელოდება, რადგან პაკისტანმა საჰაერო სივრცე უკვე გახსნა.

მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენია 26 807 086 კმ-ია, რაც 2018 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 15 %-ითაა ნაკლები.

“საქაერონავიგაციის” ინფორმაციით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი მანძილის შემცირებას, კომპანიის მიერ დანერგილი თავისუფალი საჰაერო მარშრუტების კონცეფცია განაპირობებს. მოკლე საჰაერო მარშრუტების არსებობა თავის მხრივ გულისხმობს ფრენის დროის, საოპერაციო ხარჯების და ეკოლოგიაზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას, რაც დადებითად აისახება მთლიანად ქვეყნის განვითარებაზე.

2019 წელს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების კუთხით პროცენტული წილები ასე გადანაწილდა: Georgian Airways-ი, Wizz Air-ი, Turkish Airlines-ი, Ural Airlines-ი, Pobeda Airlines-ი.

საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2019 წელს, ისევ Wizz Air-ი, Georgian Airways-ი, Turkish Airlines-ი დაფიქსირდნენ.