25.ნოემბერი .2019 19:10

საქართველოს საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი ექნება

views 519
უკან

დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკში "საინვესტიციო ფონდების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტსა და საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა, რომელსაც საჯარო და კერძო სექტორის, ასევე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

"საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონის პროექტი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება, მიზნად საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებისთვის შესაბამისი წესების დადგენას და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფას ისახავს.

კანონით საინვესტიციო ფონდების შექმნისა და მათ მიერ საქმიანობის განხორციელების მარეგულირებელი წესებისა და ინვესტორთა ინტერესების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების დადგენა უნდა მოხდეს. 

კანონი გავრცელდება საინვესტიციო ფონდებზე და აქტივების მმართველ კომპანიებზე, აგრეთვე სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, რომლებიც ჩართული არიან საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირების, მართვის, შენახვის, ადმინისტრირების და აღრიცხვა-რეგისტრაციის საქმიანობაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა