მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გასაზრდელად სამუშაო ჯგუფი იქმნება - პრემიერის მრჩეველი

5e3829ec58a88
თელარა გელანტია
03.02.20 19:20
983
ინვესტორთა საბჭოს ფორმატში საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდის მიზნით სამუშაო ჯგუფი იქმნება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნაც გადაწყდა.

„ასევე გადაწყდა, რომ რამდენიმე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება პირველი შეიქმნება ენერგეტიკის რეფორმის ფარგლებში, სადაც ჩაერთვება ინვესტორთა საბჭოს სამდივნო და ბუნებრივია, მოახდენს პროცესში ბიზნესის და ბიზნესის წარმომადგენლების აზრის გათვალისწინებას და პოზიციონირებას. ასევე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა, ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც დღეს იყო საუბარი ინვესტორთა საბჭოზე“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.