მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სამ რეგიონში 23 იანვარს არც ერთი აცრა არ ჩატარებულა

61ee6b7269e53
ვიქტორია მღებრიშვილი
24.01.22 13:22
697
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კოვიდ საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში 23 იანვარს ვაქცინით სულ 1 550 აცრა ჩატარდა.

NCDC-ის ცნობით, 24 იანვრის მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით სულ 2 658 343 აცრაა ჩატარებული, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანია 1 318 977, რაც 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 45.9%-ს შეადგენს; სრულად 1 207 407 ადამიანი, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 42.0%-ია აცრილი; ბუსტერ დოზით კი 129 819 პირია აცრილი.

ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 768 (2.12%) პირი, სრულად კი - 2 620 (1.48%);

16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 345 (15.22%) პირი, სრულად - 10 757 (13,27%);

აღსანიშნია, რომ 23 იანვარს 1 550 აცრიდან, 1 209 დედაქალაქში თბილისში ჩატარდა, 109 - სამეგრელო-ზემო სვანეთში; 93 - იმერეთში; 50 - ქვემო ქართლში; 36 - აჭარაში; 26 - გურიაში; 15 - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში და 12 - კახეთში. NCDC-ის ინფორმაციით, საქართველოს სამ რეგიონში მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში 23 იანვარს არც ერთი აცრა არ ჩატარებულა.

შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 7 947 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების დადებითობის დღიური, 7 დღის და 14 დღის მაჩვენებელი, გასული კვირის განმავლობაში ინფიცირების რეკორდული ზრდიდან გამომდინარე, ორნიშნა გახდა. დღეისთვის ინფიცირების დღიური დადებითობა 22.65%-ია.