01.თებერვალი.2016 17:15
ექსკლუზივი

საქართველოს სამოქალაქო ავიაციას, ICAO-ს აუდიტორები, სავარაუდოდ მარტში შეამოწმებენ

საქართველოს სამოქალაქო ავიაციას, ICAO-ს აუდიტორები, სავარაუდოდ მარტში შეამოწმებენ
"ბიზნესკონტაქტისთვის" ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ თებერვალ-მარტში საქართველოში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO)-ს აუდიტორები გეგმავენ ჩამოსვლას. როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, ლევან კარანაძე აცხადებს, (ICAO)-ს 2013 წელს ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად განხორციელებული საქმიანობის შედეგებისა და მიღწეული პროგრესის გაცნობის მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა ICAO-ს პირველ პირებთან შეხვედრები გასული წლის დეკემბერში გამართეს. სააგენტომ ორგანიზაციის პირველ პირებს გააცნო საქართველოს საავიაციო ხელისუფლების საქმიანობის შედეგები და დაადასტურა სააგენტოს მზადყოფნა დაუყოვნებლივ მიიღოს ICAO აუდიტი, რათა მიღწეული პროგრესი აისახოს ოფიციალურ მაჩვენებლებშიც. როგორც ლევან კარანაძე აცხადებს, 2013 წელს ICAO-ს აუდიტის შედეგად, ავიაკომპანიების სერტიფიცირებასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები ამ ეტაპისთვის აღმოფხვრილია.
 
"თებერვალში, მაქსიმუმ მარტში ჩამოვლენ. მოლოდინის რეჟიმში ვართ როდის ჩამოვლენ მონრეალიდან აუდიტორთა ჯგუფი, რათა გავიაროთ საავიაციო უსაფრთოებასთან დაკავშირებული ვალიდაციის მისია", - აცხადებს კარანაძე.

რაც შეეხება "საქართველოს" ე.წ ICAO-ს "შავ სიაში" მოხვედრას, კარანაძე განმარტავს, რომ ICAO-ს "შავი სია" არ არსებობს და არის ე. წ "წითელი ალამი". "ეს სტატუსი ჩვენი ღრმა რწმენით მოხსნილი გვაქვს, თუმცა ველოდებით პროცესის დასრულებას და ICAO-ს აუდიტორების საქართველოში ჩამოსვლას. ჩვენი საავიაციო სისტემა დღეს გაცილებით უფრო მყარად დგას და უფრო მეტად ასრულებს საავიაციო სტანდარტს, ვიდრე ეს იყო წლების წინ", - აცხადებს ლევან კარანაძე.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

11.აპრილი.2019 16:06
169

ტაქსისტები ახალ რეგულაციებს ივანიშვილის რეზიდენციასთან აპროტესტებენ

ვრცლად
22.მარტი.2019 12:51
588

რუსთაველის გამზირზე სასტუმროს ხანძარი გაუჩნდა - ადგილზე 12 სახანძროა მობილიზებული

ვრცლად
09.თებერვალი.2019 00:30
343

Coca-Cola ახალ გემოს - ვანილიან ფორთოხალს ამატებს

ვრცლად
12.იანვარი.2019 12:54
1435

ირაკლი მანაგაძე „ლიბერთი ბანკს“ ტოვებს და Silk Road Bank-ში ინაცვლებს

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 17:23
1526

თოფაძის კომპანია „ყაზბეგი“, შესაძლოა გაიყიდოს

ვრცლად
03.დეკემბერი.2018 15:54
4274

2017 წლიდან დღემდე სოსო ჯაჭვლიანის დაქირავება სახელმწიფოს 129,950 ლარი დაუჯდა

ვრცლად