მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საპატრიარქო უკრაინაში 10 ტონაზე მეტ პროდუქტს გაგზავნის

62238c4101ed7
BM.GE
05.03.22 20:13
1397
საქართველოს საპატრიარქო უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკვე შეგროვებულია 10 ტონაზე მეტი პროდუქტი, რომლის ნახევარი 6 მარტს, ხოლო მეორე ნაწილი უკრაინაში შემდგომ დღეებში გაიგზავნება.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მრევლს ეკონომიურად უჭირს, მაინც ყველა ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს გაჭირვებაში მყოფი ხალხის დასახმარებლად. ჯერ ერთი კვირაც არ არის გასული და უკვე 10 ტონაზე მეტი პროდუქტი, ტანსაცმელი და 3 000 ერთეული სამედიცინო დანიშნულების ნივთი, მედიკამენტი შეგროვდა. ეს პროცესი კვლავაც უწყვეტად მიმდინარეობს"-ნათქვამია ინფორმაციაში.

ამანათს აწერია: უკრაინელ ხალხს საქართველოს მოსახლეობისგან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.