29.აგვისტო .2019 10:10

საქართველოს სასტუმროებში ნომრების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა და 33,200-ს მიაღწია

views 499
უკან

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის მდგომარეობით, საქართველოში 1,639 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის ობიექტი ფუნქციონირებდა, რომლებშიც ნომრების საერთოდ რაოდენობა 33,200-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარენით 8.2%-ით მეტია.

2018 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1,927,900 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 7.7 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს. აქედან იჯარით გაცემული იყო 70,500 კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 958,600 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 8.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2018 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 72.6 ათასი შეადგინა, რაც 8.6 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2018 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 3,666,100 სტუმარს მოემსახურა, რაც 8.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. სტუმართა 71.3 პროცენტს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან 19.7 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქები იყვნენ, რაც 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს 29.4 პროცენტით აღემატება. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უმეტესობას გერმანიისა (23.2 პროცენტი) და პოლონეთის (19.5 პროცენტი) მოქალაქეები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უდიდესი წილი თურქეთისა (20.9 პროცენტი) და ისრაელის (18.8 პროცენტი) მოქალაქეებს ეკავათ.

საქსტატის მონაცემებით, უშუალოდ სასტუმროების სექტორი 19,300 ადამიანს ასაქმებს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა