მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სათამაშო ბიზნესი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 1 მლნ-ს გამოყოფს

5e7374a3b0882
BM.GE
19.03.20 17:30
2773
Covid 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (რომელშიც ერთიანდებიან შემდეგი კომპანიები: აჭარაბეთი, ევროპაბეთი, ლიდერბეთი, კრისტალბეთი, ბეთლაივი და კროკობეთი) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება და სრულად გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. ასევე პრევენციის მიზნით, ყველა არსებული მიწის კაზინოების, ტოტალიზატორებისა და სლოტ კლუბების ფუნქციონირება შეაჩერა.

გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება და გამოყვეს ჯამში 1 000 000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი, რათა კიდევ უფრო ეფექტურად იქნას გატარებული ყველა საჭირო ზომა საქართველოში კორონა ვირუსის (Covid19) წინააღმდეგ.

„სრულად ვიზიარებთ სოციალურ პასუხისმგებლობას და გადავდივართ დისტანციურ მუშაობაზე. ვითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რაც გასცა შესაბამისმა უწყებამ ადამიანების უსაფრთხოების დაცვის მიზნით და დროებით დაიხურა: მიწის კაზინოები, ტოტალიზატორები და სლოტ კლუბები.

მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს გაერთიანება და სახელმწიფოს დახმარება აუცილებელია, სწორედ ამიტომ გამოიყო 1 000 000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი, რომელიც მოხმარდება ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას.

მნიშვნელოვანია, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება მოტივაცია სხვა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რადგან გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით – ყველაფერი შესაძლებელია. 

აღნიშნული თანხა მიემართება, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და ბიზნესის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად", - ნათქვამია საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.