საქართველოს 2 მილიარდ 898 მილიონ დოლარიან სავაჭრო ბრუნვაში, რომელიც მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში დაფიქსირდა, მთავარი სავაჭრო პარტნიორი რუსეთი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში მთლიან ვაჭრობაში ჩრდილოელი მეზობელი სახელმწიფოს წილმა 16.1% შეადგინა. გასულ წელს რუსეთის წილი 10.8% იყო. ამგვარად რუსეთმა რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თურქეთი კი მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა.
ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ორი თვის განმავლობაში ქვეყნებს შორის საქონლით ვაჭრობამ 467 მილიონ 070 ათასი დოლარი შეადგინა. ზრდა 2022 წლის ამავე თვეებთან შედარებით 69.9%-ია. მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველო-რუსეთს შორის ასეთი რეკორდული სავაჭრო ბრუნვა პირველად დაფიქსირდა.
მთლიან ვაჭრობაში ექსპორტს მხოლოდ 27.4%-იანი წილი უკავია. ამ პერიოდის განმავლობაში საქონლის რეალიზებით მიღებულმა შემოსავალმა 128 მილიონ 245 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის ექსპორტის მაჩვენებელს 38%-ით აღემატება. აღსანიშნია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს რუსეთში ექსპორტის ასეთი მაჩვენებელი არ ჰქონია. ამ პერიოდის განმავლობაში საქონლის რეალიზების მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ფეროშენადნობების, მსუბუქი ავტომობილების (რეექსპორტი), ასევე სპირტიანი სასმელების ნაწილში.
რა გავყიდეთ რუსეთში იანვარ-თებერვალში? – TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი:
1. ფეროშენადნობები - 45.3 მლნ დოლარი, 36 204 ტონა;
2. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 23.8 მლნ დოლარი, 8 557 ტონა;
3. მსუბუქი ავტომობილები - 13.5 მლნ დოლარი;
4. მინერალური და მტკნარი წყლები - 10.7 მლნ დოლარი, 19 462 ტონა;
5. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 8.8 მლნ დოლარი, 2 039 ტონა;
6. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით - 5.8 მლნ დოლარი, 7 977 ტონა;
7. ელექტრული წყალგამახურებლები - 2.5 მლნ დოლარი, 407 ტონა;
8. ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 2.1 მლნ დოლარი, 3 118 ტონა;
9. ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი - 1.8 მლნ დოლარი, 2 837 ტონა;
10. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 1.4 მლნ დოლარი, 459 ტონა.
რუსეთთან სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი წილი - 72.5% იმპორტს უკავია. მიმდინარე წლის 2 თვეში საქართველოდან რუსეთში საქონლის შესაძენად 338 მილიონ 824 ათასი დოლარი გავიდა, რაც გასული წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელს 86.3%-ით აღემატება, ანუ თითქმის გაორმაგებულია. მთლიან იმპორტში რუსეთის წილი ამ პერიოდში 10-დან 17.1%-მდე გაიზარდა. ამ პერიოდში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი თითქმის გახუთმაგდა, ასევე გაიზარდა ნავთობის აირების შეძენა, ქვანახშირისა და მისგან მიღებული მყარი საწვავის სახეობების იმპორტი.
რაც შეეხება რუსეთიდან შეძენილი საქონლის რეიტინგს, TOP-10-ეული ასე გამოიყურება:
1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 108.5 მლნ დოლარი, 149 195 ტონა;
2. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 68.4 მლნ დოლარი, 264 737 ტონა;
3. ხორბალი და მესლინი - 10.1 მლნ დოლარი, 32 014 ტონა;
4. ქვანახშირი, მყარი საწვავის სახეობები - 8.2 მლნ დოლარი, 47 264 ტონა;
5. ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავისა - 8 მლნ დოლარი, 25 093 ტონა;
6. პროდუქტები რკინის მადნის პირდაპირი აღდგენისა და სხვა ღრუბლოვანი რკინა - 7.6 მლნ დოლარი, 22 450 ტონა;
7. ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 7.3 მლნ დოლარი, 13 544 ტონა;
8. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 7.2 მლნ დოლარი, 11 807 ტონა;
9. კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა - 6 მლნ დოლარი, 19 918 ტონა;
10. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 5.2 მლნ დოლარი, 253 ტონა;
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი