მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სავალუტო რეზერვები 4.9 მილიარდი დოლარია

63e50c19e4f41
შოთა ტყეშელაშვილი
10.02.23 00:45
1112
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების იანვრის თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, რეზერვების ზომა 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ფაქტობრივად დეკემბერში არსებული რეზერვების ტოლია (0.05%-ით ნაკლები). 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სავალუტო რეზერვების ზომა 821 მილიონი დოლარით, ანუ 20%-ით გაიზარდა. 

საერთაშორისო რეზერვებიდან 4.425 მლრდ დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვებზე მოდის. თანხის ნაწილი (2.88 მლრდ დოლარი) ფასიან ქაღალდებშია ჩადებული, ნაწილი 1.5 მლრდ კი, ნაღდი უცხოური ვალუტა და დეპოზიტებია. საერთაშორისო რეზევები მოიცავს IMF-ის სესხების სპეციალური უფლებებს ანუ ანუ SDR -ებს, რაც 462.3 მლნ -ს შეადგენს.