მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა

6454ffeecfdd3
შოთა ტყეშელაშვილი
05.05.23 17:10
13109
სავალუტო რეზერვები ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობის შეფასების ერთ-ერთი წამყვანი ინდიკატორია. უცხოური ვალუტის რეზერვი ბუფერს წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკური კრიზისების და საგარეო შოკების პერიოდში ერთგვარ მაბალანსებელ ფუნქციას ასრულებს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამჟამად საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 5.13 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 2023 წელს პროგნოზირებული მშპ-ის ($29 მლრდ დოლარი) 18%-ია. რეზერვების ეს მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. 

აპრილში სავალუტო რეზერვების ზომა 100 მილიონი დოლარით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი მატება 1.3 მილიარდი დოლარია. 

ეროვნული ბანკი რეზერვების შევსების პოლიტიკას ახორციელებს, რისთვისაც სებ-ი Bmatch-ის პლატფორმას იყენებს. 2023 წლის პირველ სამ თვეში ამ გზით სებ-მა $460 მილიონი შეისყიდა, მარტში კი ინტერვენციები რეკორდული იყო და $220 მილიონს შეადგენდა. 

ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით სავალუტო შესყიდვები 2022 წლის მეორე ნახევარში გაზარდა, რაც ქვეყანაში გაზრდილ ფულად შემოდინებებს უკავშირდებოდა. საუბარია გაზრდილ შემოსავალზე ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან, ექსპორტიდან და სხვა წყაროებიდან. 

გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა Bmatch-ის მეშვეობით, 578 მილიონი დოლარი შეისყიდა.