მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საზღვრის კვეთის წესებში ცვლილებებია - დადგენილება გამოქვეყნდა

60caf978db681
ინგა მურუსიძე
17.06.21 11:45
2002
საქართველოს საზღვრის კვეთისას, 10 წლამდე ბავშვებს აღარ მოეთხოვებათ PCR-ტესტი, - ინფორმაცია გუშინ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გამოაქვეყნა.

მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამადასტურებელი დადგენილება კი საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილებაში ცვლილები შევიდა.

საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან“, - წერია დადგენილებაში.