საქართველოში ქსელური სუპერმარკეტების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია – ამ პროცესის შედეგად, ბაზარზე უკვე წარმატებით დამკვიდრდნენ ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ბიზნესმოდელების მქონე ქსელები. ზოგიერთი მათგანი მეტ ყურადღებას ამახვილებს სარეალიზაციო პროდუქციის ფართო არჩევანზე, ზოგიც – მიმზიდველ ფასსა და ქსელის სწრაფ ექსპანსიაზე.
სწრაფად მოხმარებადი პროდუქტებით ვაჭრობის (FMCG) სექტორის ბრუნვა 9 მილიარდ ლარს აღწევს და მისი მთავარი წარმმართველი უმსხვილესი ქსელური სუპერმარკეტები არიან. კომპანიების მიერ გამოქვეყნებული აუდიტირებული
ანგარიშგებებიდან ირკვევა, რომ შემოსავლების მიხედვით #1 პოზიციას “ნიკორა/ლიბრეს” ქსელი იკავებს, რომელმაც შემოსავალი 24%-ით, 650.5 მილიონამდე გაზარდა. ამჟამად ქსელი ქვეყნის მასშტაბით 386 სუპერმარკეტით არის წარმოდგენილი და მას მომავალში კიდევ ათობით მაღაზიის გახსნაც აქვს დაგეგმილი.
მეორე ადგილს იკავებს “ორი ნაბიჯი”, რომელმაც შემოსავალი 44.5%-ით, 593 მილიონ ლარამდე გაზარდა. ამის მიზეზი კომპანიის მიერ მაღაზიების რაოდენობის 262-დან 329-მდე გაზრდა იყო.
წარსულში პირველ ადგილზე მყოფი “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია”, ანუ “კარფური”, 570 მილიონის შემოსავლით მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა, კომპანიის გაყიდვების ზრდამ კი 20% შეადგინა. კარფური საქართველოს მასშტაბით 62 ობიექტით ოპერირებს, ამჟამად კომპანიის სტრატეგიას პატარა სუპერმარკეტების ქსელის განვითარება წარმოადგენს.
ქსელურ მოთამაშეებს შორის ზრდის ასევე მაღალი 41%-იანი მაღალი ტემპი “მაგნიტს” აქვს – მან 2021-ში 460 მილიონი ლარის საქონელი გაყიდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 286 მაღაზიით ოპერირებს.
წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი 20.4 მილიონიანი წმინდა მოგება “ორი ნაბიჯის” ქსელმა გამოიმუშავა, 20.2 მილიონი იყო ნიკორა ტრეიდის წმინდა მოგება, ხოლო ფუდმარტის (სპარის) წმინდა მოგებამ 13.6 მილიონი ლარი შეადგინა.
ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, ბაზრის წამყვანი მოთამაშეების ჯამურმა გაყიდვები 2021 წელს 3.6 მილიარდი ლარი იყო.
წყარო: Forbes.ge
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი