მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს TOP - 10 საექსპორტო საქონლიდან ექვსის ექსპორტი შემცირებულია

5e73232b35ac7
შოთა ტყეშელაშვილი
19.03.20 11:55
1060
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 4.5%-ით, $526.2 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის მოცულობა კი 6.7% ით გაიზარდა და $1.327 მილიარდი დოლარი შეადგინა.

საქსტატის ანგარიში აჩვენებს, რომ ქართული ექსპორტის ზრდის ძირითად მიზეზს, ავტომობილების რეექსპორტის 45%-იანი ზრდა წარმოადგენს, სხვა მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციაში კი შემცირებაა. მათ შორის იკლო ფეროშენადნობების, აზოტოვანი სასუქების, ღვინის, სპირტიანი სასმელების, მედიკამენტებისა და სხვა საქონლის ექსპორტმა.

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონელი იანვარ-თებერვლის მდგომარეობით:

1) მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) - $99.5 მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 44.8%;
2) სპილენძის მადნები და კონცენტრატები $89.1 მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 13.9%;
3) ფეროშენადნობები - $43.3 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 17.2%;
4) ყურძნის ნატურალური ღვინოები - $28.4 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 15%;
5) აზოტოვანი სასუქები - $20.3 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 14.7%;
6) ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $16.7 მილიონი აშშ დოლარი;
7) მინერალური და მტკნარი წყლები - $15.7 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 11.8%;
8) სპირტიანი სასმელები - $15.4 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 16%;
9) ოქრო - $15.2 მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 38.7%;
10 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $9 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 68%.

სხვა დანარჩენი საქონლის ექსპორტმა $171 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ასევე 7.5%-ით ნაკლებია 2019 წელს არსებულ მონაცემთან შედარებით.