მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს Top 10 პროდუქტი ექსპორტისა და იმპორტის მიხედვით

5dfc9878283f3
ირაკლი მაკალათია
20.12.19 13:50
23759
2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 504.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. გთავაზობთ ამ პერიოდში საქართველოში იმპორტირებულ და საქართველოდან ექსპორტირებულ 10 ძირითად პროდუქტს.

Top 10 იმპორტირებული პროდუქტი 

2019 წლის იანვარ-ნოემბერში ჯამში განხორციელდა 8,1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების იმპორტი, მთლიან იმპორტში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით წარმოდგენილნი არიან შემდეგი პროდუქტები:

1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - (წილი მთლიან იმპორტში - 8,4%)
2. მსუბუქი ავტომობილები - 7,1%
3. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 6,7%
4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 3,9%
5. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 3,5%
6. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 2,2%
7. ხორბალი და მესლინი - 1,1%
8. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 1,1%
9. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 1,0%
10. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 0,8%

TOP 10 ექსპორტზე გატანილი პროდუქტი
 
2019 წლის იანვარ-ნოემბერში ჯამში განხორციელდა 3,4 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ესპორტი, მთლიან ექსპორტში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით წარმოდგენილნი არიან შემდეგი პროდუქტები:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - (წილი მთლიან ექსპორტში -17,8%)
2. მსუბუქი ავტომობილები - 17,6%
3. ფეროშენადნობები - 7,7%
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 6,0%
5. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 4,7%
6. მინერალური და მტკნარი წყლები - 3,7%
7. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 3,4%
8. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 2,5%
9. ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 2,0%
10. თხილი და სხვა კაკალი - 1,7%

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ჯამში, 127 ქვეყნიდან მოხდა იმპორტში, რომელთაგან ყველაზე დიდი ხვედრითი წილით წარმოდგენილნი არიან შემდეგი ქვეყნები:

1 თურქეთი 17,8% (წილი მთლიან იმპორტში)
2 რუსეთი 10,7%
3 ჩინეთი 9,7%
4 აზერბაიჯანი 6,0%
5 გერმანია 4,8%
6 უკრაინა 4,5%
7 აშშ 4,3%
8 სომხეთი 3,1%
9 იტალია 2,5%
10 რუმინეთი 2,4%

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ჯამში 123 ქვეყანაში მოხდა ექსპორტი, რომელთაგან ყველაზე დიდი ხვედრითი წილით წარმოდგენილნი არიან შემდეგი ქვეყნები:

1 რუსეთი 22,2% (წილი მთლიან ექსპორტში)
2 აზერბაიჯანი 13,2%
3 სომხეთი 10,5%
4 ბულგარეთი 7,6%
5 უკრაინა 6,6%
6 ჩინეთი 5,8%
7 თურქეთი 5,5%
8 რუმინეთი 4,9%
9 აშშ 3,1%
10 უზბეკეთი 2,4%