მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს TOP-10 საექსპორტო საქონლიდან 6-ის ექსპორტი შემცირებულია

5f6854b9c6aa2
შოთა ტყეშელაშვილი
21.09.20 11:22
766

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 16.7%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი $2.07 მილიარდი (14.7%-ით ნაკლები), იმპორტი კი $4.9 მილიარდი იყო (17.5%-ით ნაკლები).

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 6-ის ექსპორტი შემცირებულია. მათ შორის ყველაზე მკვეთრი ვარდნა შეიმჩნევა მედიკამენტების  (-53%) და ავტომობილების რეექსპორტში (37%). 

2020 წლის პირველ 8 თვეში საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი:



1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $462 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 7.5%;



2. მსუბუქი ავტომობილები - $260 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -37%;



3. ფეროშენადნობები - $145 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -29%;



4. ყურძნის ნატურალური ღვინოები  - $122 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -8.6%;



5. სპირტიანი სასმელები - $76 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 10.9%;



6. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $75 მლნ (წინა წელს ამ საქონლის ექსპორტი არ დაფიქსირებულა);



7. მინერალური და მტკნარი წყლები - $70 მილიონი, კლება წინა წელთან -21%;



8. სამკურნალო საშუალებები - $63 მილიონი, კლება წინა წელთან  -53%;


9. ოქრო - $59 მილიონი, ზრდა წინა წელთან 30%;


10. აზოტოვანი სასუქები - $53.7 მილიონი, კლება წინა წელთან -10.2%



11. დანარჩენი საქონელი – სულ  $683 მილიონი, კლება წინა წელთან   -19.2%.

ჯამურად, იანვარ-აგვისტოში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 16.7%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი $2.07 მილიარდი (14.7%-ით ნაკლები), იმპორტი კი $4.9 მილიარდი იყო (17.5%-ით ნაკლები).