მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს უმსხვილეს ინვესტორთა სიაში დაკავებული ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის, კომპანიაც მოხვდა

62a1bcd399c31
შოთა ტყეშელაშვილი
09.06.22 13:41
3320
საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ $568 მილიონი დოლარი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით ეს თანხა 4.3-ჯერ მეტია. მეტიც, ინვესტიციების ეს მოცულობა სტატისტიკის აღრიცხვის დაწყებიდან რეკორდულად დიდია. BMG-იმ საქსტატისგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელ კომპანიებში განხორციელდა 2022 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია. გამოგზავნილი სიიდან ირკვევა, რომ ტოპ 10 ინვესტორთა შორის მოხვდა ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის კომპანია სს "მეტრო სითი თრეიდ ცენტრ ბათუმი" - რომელიც "მეტრო ჰოლდინგის" შემავალი კომპანიაა. 

TOP-10 ინვესტორი, რომელთაც საქართველოში I კვარტალში ყველაზე მეტი FDI ჩადეს (კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით):

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
შპს მაგთიკომი;
შპს თბილისი ენერჯი;
სს ენერგო - პრო ჯორჯია;
შპს ტავ ურბან საქართველო;
სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური;
შპს აკვალია საქართველო;
სს Hualing international special economic zone;
სს ბიჯეო ჯგუფი;
სს მეტრო სითი თრეიდ ცენტრ ბათუმი.

რაც შეეხება გალიფ ოზთურქს, 2 ივნისს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენს ნარკოდანაშაულისთვის წაუყენეს ბრალი, რაც 7.2 გრამი კოკაინის შენახვას უკავშირდებოდა. ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.