16.აგვისტო .2019 13:40

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორების ათეული

views 679
უკან

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 265.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 35.5 პროცენტით ნაკლებია და 2.7 პროცენტით აღემატება 2018 წლის წინასწარ მონაცემებს.

განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება - 19.5 პროცენტით, მეორეზეა ნიდერლანდები 16.5 პროცენტით, ხოლო მესამეზე - გაერთიანებული სამეფო 14.1 პროცენტით.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 270.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 21.4 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 173.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 163.0 მლნ. აშშ დოლარით.

ტოპ 10 არარეზიდენტი ინვესტორი, რომლებმაც განახორციელეს მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოში 2018 წელს(კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით):

- BP (აზერბაიჯანი)

- FRANKSTON INTERNATIONAL S.L. (პანამა)

- Georgian amerikan alloys (ლუქსემბურგი)

- International Telcell Celural LLC (აშშ)

- Korea Water Resource Corporation (კორეა)

- Rich metals Group (ნიდერლანდი)

- აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი(ნიდერლანდი)

- ენერგო-პრო ეი.ეს (ჩეხეთი)

- ერთობლივი საწარმო აზფენი (აზერბაიჯანი)

- ხუაშან საინვესტიციო კომპანია ლტდ (ჩინეთი)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა