10.მარტი .2020 15:29

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-10

views 641
უკან

2019 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა $1.267 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტიციების წილმა 48% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ინვესტიციების ნახევარი უცხოური წარმომადგენლობის მქონე (უცხოეთში რეგისტრირებულმა) ქართულმა კომპანიებმა განახორციელეს. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთია, რაც ბრიტანეთში რეგისტრირებულ ქართული ქართული საინვესტიციო და საბანკო ჰოლდინგების ინვესტიციებს წარმოადგენს. წელს პირველად უმსხვილეს ინვესტორთა შორის მოხვდა ირლანდიაც, რაც ირლანდიური კომპანია Flutter-ის მიერ აჭარაბეთის წილების შესყიდვას უკავშირდება. ინვესტორთა შორის მოხვდა ოფშორული ზონიდან - პანამიდან განხორციელებული ინვესტიციები, რაც ბიძინა ივანიშვილის "ტურიზმის" განვითარების ფონდის ინვესტიციებს უკავშირდება. 

BM.GE-მ საქსტატიდან უცხოური ინვესტიციების განმახორციელებელი კომპანიების ტოპ 10-ეული გამოითხოვა. ეს კომპანიებია (კომპანიები რიგითობის მიხედვით არაა დაყოფილი):

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი; 
  • შპს მაგთიკომი; 
  • სს RMG Copper; 
  • შპს ტოიოტა კავკასია; 
  • შპს აჭარ ენერჯი-2007; 
  • სს მეტრო ავრასია ჯორჯია; 
  • სს საქართველოს კაპიტალი; 
  • შპს სითი ლოფთი; 
  • შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი; 
  • სს ბიჯეო ჯგუფი.

საქსტატის მონაცემებით, მცირედით FDI-ის თვალსაზრისით, 2019 წლის IV კვარტალში კომპანიების ტოპ 10-ეული მცირედით განსხვავებულია და ასე გამოიყურება:
  • შპს ბაზელი; 
  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი; 
  • შპს მაგთიკომი; 
  • სს RMG Copper; 
  • შპს აჭარ ენერჯი-2007; 
  • სს მეტრო ავრასია ჯორჯია; 
  • შპს აჭარისწყალი ჯორჯია; 
  • სს აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი); 
  • სს საქართველოს კაპიტალი; 
  • სს ბიჯეო ჯგუფი.
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა