მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული

5e4cef43d69df
შოთა ტყეშელაშვილი
19.02.20 12:26
1244
საქსტატმა დღეს 2020 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $882.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $262.6 მილიონი დოლარი იყო (10.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი $619.7 მილიონი დოლარი (3.9 პროცენტით მეტი). 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარში 357.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში. 

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $51.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 95%;
  2. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $49.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16%;
  3. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $16 მილიონი, ზრდა (არ ფიქსირდება);
  4. ფეროშენადნობები - $15.4 მილიონი, კლება წინა წელთან 15%;
  5. ყურძნის ნატურალური ღვინოები - კლება წინა წელთან 6.4%;
  6. აზოტოვანი სასუქები - $11.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 31.5%;
  7. სპირტიანი სასმელები - $8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 22.9%;
  8. ოქრო - $7.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 25.9%;
  9. მინერალური და მტკნარი წყლები - $7.4 მილიონი, კლება წინა წელთან 5.4%;
  10. ციტრუსების ნაყოფი - $3.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 83%.