მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის TOP-10

5dd400fdd042d
შოთა ტყეშელაშვილი
19.11.19 22:40
3501
2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ექსპორტმა $3.04 მილიარდი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 10.4%-ით აღემატება. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი დსთ-ს ქვეყნებია, რომლის წილიც ექსპორტში 53.1%-ს შეადგენს, ევროკავშირზე ექსპორტის 22.6% მოდის. უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში პირველ ადგილს წელსაც სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც რეექსპორტს წარმოადგენს.

საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი

1) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $528.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 24.7%.



2) მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) - $522.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 65.4%.



3) ფეროშენადნობები - $251.7 მილიონი, კლება წინა წელთან შედარებით 16.5%.



4) ღვინოები - $177.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 12%. 



5) მედიკამენტები დაფასოებული - $148.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 23.7%.



6) მინერალური და მტკნარი წყლები - $111.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 24.6%. 



7) სპირტიანი სასმელები - $96.9 მილიონი, კლება წინა წელთან 10.9%.



8) აზოტოვანი სასუქები - $74.7 მილიონი, კლება წინა წელთან 4.9%.



9) ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული - $53.4 მილიონი, კლება წინა წელთან 2.7%.



10) სიგარები, სიგარილები და სიგარეტები - $49.9 მილიონი, კლება წინა წელთან 57.4%.