22.დეკემბერი .2019 20:30

"საქართველოს უნივერსიტეტი" საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

views 404
უკან

„საქართველოს უნივერსიტეტმა“ პოლონეთში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. ამის შესახებ "საქართველოს უნივერსიტეტის” სამართლის სკოლის დირექტორმა ანა ხურციძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

„საქართველოს უნივერსიტეტი მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსში მედიაციის შესახებ, რომელიც ამერიკელების მიერ არის ორგანიზებული და იგი ამ ტიპის ყველაზე ძველ და გამოცდილ კონკურსად ითვლება. ჩვენ გავხდით კონკურსის გამარჯვებულები, გავედით პირველ ადგილზე. მსგავსი წარმატება ყველას ოპტიმიზმით გვავსებს. გამარჯვება მარტივი არ იყო. აქ ყოველწლიურად მონაწილეობენ წამყვანი სამართლის სკოლები“, - აღნიშნავს ანა ხურციძე.

ამასთან, ხურციძის განმარტებით, „საქართველოს უნივერსიტეტმა“ კონკურსში მონაწილეობა პირველად შარშან მიიღო და მაშინ მეორე ადგილი დაიკავა.

„მომავალ წელს კონკურსი აშშ-ში ჩატარდება, პრიზის სახით საქართველოს უნივერსიტეტს კონკურსში მონაწილეობა სრულად დაუფინანსდა“, - დასძენს ანა ხურციძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა