მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს უნივერსიტეტმა" მთავარი არხის 2%-იანი წილი იყიდა

5da9caae8014c
BM.GE
18.10.19 18:36
1862
"საქართველოს უნივერსიტეტმა" "მთავარი არხის" მეწილისგან, კახა ანჯაფარიძისგან 2%-იანი წილი იყიდა. მაუწყებლის მესაკუთრეთა სიაში არსებული ცვლილება საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა. 

წილის ნასყიდობის დოკუმენტაციის მიხედვით, "საქართველოს უნივერსიტეტმა" მასში 2,000 ლარი გადაიხადა და სანაცვლოდ ტელეკომპანიის საწესდებო კაპიტალში $200,000-ის შეტანის ვალდებულება აიღო.

17 სექტემბრის მდგომარეობით, ტელეკომპანიის მაჟორიტარი აქციონერია ნიკა გვარამია, რომელსაც 51%-იანი წილი ეკუთვნის, კახაბერ ანჯაფარიძის წილი 42%-ს, მარი ანა რურუას წილი 2.5%, გიორგი რურუას წილი 2.5%-ს, 
შპს "საქართველოს უნივერსიტეტი" კი 2%-იან წილს ფლობს. 

მთავარმა არხმა მაუწყებლობა 2019 წლის 9 სექტემბერს დაიწყო.

"მთავარი არხი" "რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა მას შემდეგ, რაც არხის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა იგი სამსახურიდან გაათავისუფლა.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის პოზიციას ნიკა გვარამია იკავებს.