20.იანვარი.2016 22:20
ეკონომიკა

საქართველოს Washington state investment board-ის სამუშაო ჯგუფი ეწვევა

საქართველოს Washington state investment board-ის სამუშაო ჯგუფი ეწვევა
საქართველოს Washington state investment board-ის სამუშაო ჯგუფი ეწვევა – აღნიშნული გადაწყვეტილება დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და Washington state investment board-ის აღმასრულებელ დირექტორს ტერესა ვიტმარშს შორის შეხვედრაზე მიიღეს.
 
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული და უძრავი ქონების პროექტებზე.

აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა. ლიბერალური და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები კი ქვეყანას მიმზიდველს ხდის ინვესტორთათვის. ტერესა ვიტმარშმა აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის, საქართველო სტაბილურად ვითარდება. მან ინტერესი გამოთქვა უფრო დეტალურად შეისწავლოს ქვეყნის საინვესტიციო გარემო და სამომავლოდ ინვესტიციები განახორციელოს.

Washington State Investment Board არის ამერიკული წამყვანი საინვესტიციო კომპანია , რომელიც მართავს 107 მილიარდი დოლარის ოდენობის საპენსიო ფონდებისა და სადაზღვეო კომპანიების თანხებს.

25.მაისი.2019 15:00
24

აჭარის მთავრობა ტურისტული კლასტერის შექმნას გეგმავს

ვრცლად
25.მაისი.2019 13:44
102

"დღეს სოფლის მეურნეობა “შავად” მუშაობს"

ვრცლად
25.მაისი.2019 12:22
107

თბილისის აეროპორტთან სასტუმრო გაიხსნება - რა სიახლეებით ხვდებიან საერთაშორისო აეროპორტები სეზონს

ვრცლად
25.მაისი.2019 11:22
242

კომუნიკაციების კომისია Forbes Georgia-ს სტატიას ეხმაურება

ვრცლად
25.მაისი.2019 11:10
422

Huawei–ს ხელმძღვანელი დუმილს არღვევს - "ჩვენს შესაძლებლობებს სათანადოდ არ აფასებენ"

ვრცლად
25.მაისი.2019 11:00
273

„აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობა საქართველოს 180 მილიონის ინვესტიციას მოუტანს“

ვრცლად