მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუმჯობესდა

62bd919916d0a
BM.GE
30.06.22 16:03
747
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით -26.4 მლრდ აშშ დოლარი (-81.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -132.4 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 63.0 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 11.8 მლრდ აშშ დოლარია (36.5 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 161.7 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 38.1 მლრდ აშშ დოლარი (118.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 98.7 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.