01.ოქტომბერი .2019 21:39

საქართველოს წყალმომარაგების სექტორში მომსახურების გაუმჯობესების მიზნით კორეელი სპეციალისტები რეკომენდაციებს მოამზადებენ

views 149
უკან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები მზია გიორგობიანი და გრიგოლ კაცია კორეის ექსიმბანკის (Korea Eximbank) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო სასოფლო დასახლებებში წყალარინების და წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გამოცდილების გაზიარების პროგრამის (Knowledge Sharing Program - KSP) ტექნიკური დახმარების ფარგლებში საჭიროებების შესწავლა.

სექტორში მომსახურების გასაუმჯობესებლად და არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, შერჩეული რეგიონისთვის მომზადდება კონკრეტული რეკომენდაციები როგორც ტექნოლოგიური გადაწყვეტების, ასევე მართვის გამოცდილების კუთხით.

პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება და დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდება.

დღეის მდგომარეობით, სამინისტრო სხვადასხვა განვითარების პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, როგორც ურბანულ ასევე სასოფლო დასახლებებისთვის, ახორციელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ამ პროექტების მთავარი მიზანი მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა