მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ხელისუფლების თავზე შავი ღრუბელი ჩამოწვა და მალე მეხი დაეცემა"

5e2b0606b9882
თათია ჩაფიჩაძე
24.01.20 19:25
1216
"კორუფციის ინდექსის გაუარესება პირდაპირ ნიშანავს, რომ ეკონომიკა ვერ დაიძვრება და სიღარიბე ვერ დაიძლევა", - ასე აფასებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს გაურესებულ მონაცემებს.

"საქმიან დილაში" სტუმრობისას გოცირიძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყანაში, სადაც სასამართლო სისტემა არ მუშაობს, უცხოური ინვესტიციების მოცულობა არ გაიზრდება.

"ჯერ დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა, შემდეგ ამას მოჰყვა წერილები ამერიკის კონგრესიდან. "ოცნება" ამბობდა, ეს ხომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიანო და ავიწყდებოდათ, რომ ერთი კვირით ადრე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და უფრო ადრე სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება არჩევნებთან და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. ასევე ანაკლია – ის ახლა გაფორმდა, თორემ 1 წლის წინაც ყველაფერი ნათელი იყო. ილუზიებში იყო კონსორციუმი, იმედი ჰქონდათ თითქოს მოლაპარაკებებს შეძლებდნენ. ახლა ინდექსები გაუარესდება, ეს ყველაფერი ერთ ჯაჭვად შეიკრა, ანუ საქართველოს ხელისუფლების თავზე შავი ღრუბელი ჩამოწვა და მალე მეხი დაეცემა. როცა არჩევნები არ ტარდება სამართლიანად, ხდება ძალაუფლების უზურპაცია, არაკანონიერად იმართება სახელმწიფო, ეს ნიშნავს რომ ქვეყანა პოლიტიკურად რისკიანია და ამ ფონზე შიდა ბიზნესი ვერ გაიხარებს. ვერ გაიხარებს ჯერ ერთი იმიტომ, რომ კონკურენცია არ არის და ერთი ადამიანი ფლობს ყველაფერს.

კორუფციის გაუარესება პირდაპირ ნიშანავს, რომ ეკონომიკა ვერ დაიძვრება და სიღარიბე ვერ დაიძლევა. ეს არის არათანაბრი კონკურენია და დოვლათის განაწილება არასამართლიანი გზით. საქართველოში დაბრუნდება ადმინისტრაციული კორუფცია, 7 წლის ბიუჯეტიდან, 1 წლის ბიუჯეტი მოხმარდა გზებს, ანუ 8 მლრდ დაიხარჯა 7 წელიწადში, ეტყობა რაიმე 8 მლრდ–ის ჩვენს გზებს? აქედან 2 მლრდ, არის უტენდეროდ მიღებული შეკვეთები. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა ვერ განვითარდება, ჩამოგვერთვა პირველობა და უკვე სომხეთიც გვისწრებს მიმზიდველობით.

ამ ინდექსების გაუარესების სურათია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს არავითარი რესურსი განვითარებისა, არ აქვთ იდეები, ოროსანი მინისტრები მოჰყავთ მეორე წრეზე და ამ ფონზე ვინ უნდა გახდეს იდეების ლოკომიტოვი?", - აცხადებს გოცირიძე.