მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიებს წელს უფრო მეტი ადამიანი ეწვია, ვიდრე 2019-ში

644f665679bc2
BM.GE
01.05.23 11:09
375
2023 წლის 4 თვის მონაცემით, საქართველოს ყველაზე პოპულარულ 4 დაცულ ტერიტორიას 48 415 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, ჯამში, 34%-ით არის გაზრდილი.

ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

2023 წლის 4 თვეში, სათაფლიას 94%-ით, ოკაცეს კანიონს 44%-ით, მარტვილის კანიონს 30%-ით, ხოლო პრომეთეს მღვიმეს 21%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.
აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე საგრძნობლად არის გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც, რომელთა შორის ჭარბობს სტუმრები პოლონეთიდან, ინდოეთიდან, ლატვიიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან.