მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვთ შესაძლებლობები, გაზრდილ ტვირთნაკადს მოემსახურონ - დავითაშვილი

62595ad0cfe5c
BM.GE
15.04.22 16:24
1751
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერი აზერბაიჯანში 2 დღიანი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდეტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის მთავრობის, მათ შორის ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის სამინისტროების შესაბამის ხელმძღვანელებთან და კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლებთან.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია და ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროშია აქტიური.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს გააჩნია ძალიან დიდი შესაძლებლობები, რომ მაღალი დონის კოორდინაციით უზრუნველყოს გაზრდილი ტვირთნაკადების გატარება როგორც დასავლეთის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით.

„ჩვენ ვისაუბრეთ გამოწვევებზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა, მაგრამ ვისაუბრეთ ასევე შესაძლებლობებზე, რომელიც გააჩნია საქართველოსა და აზერბაიჯანს, თუ იქნება მაქსიმალურად მაღალი დონის კოორდინაცია და კომუნიკაცია. არსებობს მზადყოფნა ორივე მხრიდან, მიღებულ იქნას ოპერატიული გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვა, ტვირთის ნაკადები, რომლებიც შეიძლება საქართველოსა და აზერბაიჯანის მეშვეობით დასავლეთში და პირიქით, ცენტრალური აზიის ქვეყნებში განხორციელდეს, ორივე ქვეყანამ კოორდინირებულად აწარმოოს. ამის ყველა წინაპირობა არსებობს და ვფიქრობ, რომ ამაზე გვექნება ძალიან მკაფიო შეთანხმებები“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.