15.მარტი.2019 11:36
ეკონომიკა

საქართველოსა და იაპონიას შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევაზე შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და იაპონიას შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევაზე შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და იაპონიას შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის NEXI პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

შეთანხმება ითვალისწინებს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობას, შესაბამისი ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას ერთმანეთის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად და იაპონიის კომპანიების მხარდაჭერას საკუთრი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად საქართველოში, რისთვისაც იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ ექსპერტებს მიეწოდებათ შესაბამისი სადაზღვეო პროდუქტები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული კომპანიების ეფექტურ და მომგებიან საქმიანობას მათი მიზნების მისაღწევად.

შეთანხმების პრიორიტეტული სფეროებია მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება-განხორციელება, მეწარმეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტელეკომუნიკაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები, ვაჭრობა და ექსპორტის ხელშეწყობა, სახელმწიფო ქონების მართვა, სამშენებლო პოლიტიკა, ინვესტიციები, ა.შ.

NEXI არის იაპონიის სამთავრობო ოფიციალური საექსპორტო საკრედიტო სააგენტო, რომელიც სადაზღვეო პროდუქტებით უზრუნველყოფს იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ კომპანიებს. NEXI-ის მისიაა, ხელი შეუწყოს იაპონიის საქონლისა და მომსახურების ექსპორტს, იაპონიის კომპანიების მიერ საზღვარგარეთ ბიზნესის გაფართოებას და სხვა ქვეყნებიდან ბუნებრივი რესურსების სტაბილური მარაგების მოწოდებას ისეთი სადაზღვეო პროდუქტების მეშვეობით, როგორებიცაა საექსპორტო კრედიტის დაზღვევა, ინვესტიციების დაზღვევა და სესხის დაზღვევა.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

24.მაისი.2019 00:20
59

ტექნოლოგიურ ომს ჩინეთს იაპონიაც უცხადებს

ვრცლად
23.მაისი.2019 23:20
103

"საბანკო რეგულაციების გამო გარკვეულ ოპტიმიზაციას და გადაწყობას ჰქონდა ადგილი"

ვრცლად
23.მაისი.2019 22:35
616

პრემიერი: ქვეყნის ბიუჯეტი 150 კომპანიაზეა დამოკიდებული

ვრცლად
23.მაისი.2019 22:20
91

ქართულ ფურისულას გერმანიაში მედიკამენტების დასამზადებლად გამოიყენებენ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:12
138

მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობაზე: ეს კიბო ერთხელ და სამუდამოდ მოვაშორეთ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:01
150

მამუკა ბახტაძე: ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა, ვუყურებთ, რა არის კურსი

ვრცლად