14.მარტი.2019 14:25
ეკონომიკა

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის შესაძლოა ავიამიმოსვლა დაიწყოს

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის შესაძლოა ავიამიმოსვლა დაიწყოს
საქართველოსა და ტაჯიკეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

2019 წლის 12-13 მარტს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მასპინძლობდა.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის, რის საფუძველზეც გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი.

აღნიშნული მემორანდუმი საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების გაფორმებამდე, პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს არეგულირებს.

მემორანდუმის შესაბამისად, მხარეებს უფლება აქვთ დანიშნონ ერთი ან მეტი ავიაკომპანია მხარეთა ტერიტორიაზე პირდაპირი რეგულარული სამგზავრო და სატვირთო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით. დანიშნულ ავიაკომპანიებს კი უფლება აქვთ განახორციელონ საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და ტაჯიკეთის ნებისმიერ პუნქტს შორის.
ავტორი: თელარა გელანტია

24.მაისი.2019 00:20
54

ტექნოლოგიურ ომს ჩინეთს იაპონიაც უცხადებს

ვრცლად
23.მაისი.2019 23:20
99

"საბანკო რეგულაციების გამო გარკვეულ ოპტიმიზაციას და გადაწყობას ჰქონდა ადგილი"

ვრცლად
23.მაისი.2019 22:35
604

პრემიერი: ქვეყნის ბიუჯეტი 150 კომპანიაზეა დამოკიდებული

ვრცლად
23.მაისი.2019 22:20
88

ქართულ ფურისულას გერმანიაში მედიკამენტების დასამზადებლად გამოიყენებენ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:12
138

მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობაზე: ეს კიბო ერთხელ და სამუდამოდ მოვაშორეთ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:01
147

მამუკა ბახტაძე: ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა, ვუყურებთ, რა არის კურსი

ვრცლად