მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და თურქეთის დელეგაციები საბაჟო სფეროში კოორდინაციის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

5d8efaf8694e0
BM.GE
28.09.19 10:07
809
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს გოლჯა ილზამ ბათურისა და თურქეთის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მგზავრთა გადასასვლელი დერეფნის საზეიმო გახსნის შემდეგ გაიმართა.

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა, საბაჟო სფეროში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, საქართველო-თურქეთს შორის მყარი ურთიერთობები საბაჟო პროცედურების მოქნილობასა და ეფექტურ მუშაობაზე აისახება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ვაჭრობისა და მიმოსვლის განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, მხარეებს შორის საბაჟო კომიტეტის შეხვედრა გაიმართება, სადაც დეტალურად იქნება განხილული საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.