მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები ექიმები და მეცნიერები მიმართვას ავრცელებენ - "რადიო თავისუფლება"

60f86e8d57100
BM.GE
21.07.21 22:55
1664
საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები ექიმები და მეცნიერთა ჯგუფი, COVID19-ის პანდემიისა და მასთან ბრძოლის გზებზე საგანგებო მიმართვას ავრცელებენ. მიმართვის ტექსტი მათ რადიო თავისუფლებას მიაწოდეს. 

როგორც გამოცემა წერს, მიმართვაში, რომელსაც 21 მედმუშაკი აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ პანდემიის დამარცხებას ცალ-ცალკე ვერ შეძლებს ვერცერთი ჯგუფი, მათ შორის ვერც მთავრობა, ვერც ექიმები და ვერც მოსახლეობა, ამიტომ ისინი მიმართავენ საზოგადოებას და აცხადებენ, რომ პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია საერთო ძალისხმევა.

„ვაქცინა უსაფრთხოა და გვიცავს სიკვდილისა და დაავადების მძიმე ფორმებისგან, რაც დასტურდება მინიმუმამდე შემცირებული ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის მაჩვენებლით, უკვე გაკეთებული 3.5 მილიარდი აცრის მონაცემებით.

ყველა ავტორიზებული ვაქცინა ამცირებს დაავადების სირთულეს და სიკვდილიანობას ყველა შტამის შემთხვევაში.

გამოიყენეთ ამჟამად ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინა, რომელსაც მიღებული აქვს, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის, ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ჩინური წარმოების კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინის შემდეგ “ბუსტერად” შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიით წარმოებული ვაქცინის გამოყენება.

აცრით ჩვენ ვიცავთ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, განსაკუთრებით, ბავშვებს და იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის გამო არ შეუძლია აცრა.

ნებისმიერი ინფორმაცია კოვიდ19-ისა და მის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, რომელიც არ ეფუძნება სანდო მეცნიერულ პუბლიკაციებს, არის დეზინფორმაცია.

რაც უფრო დაბალია ვაქცინაციის დონე, მით უფრო მაღალია ვირუსის მუტაციის ალბათობა და ახალი ვარიანტების და ტალღების წარმოქმნა, რაც ახლაც ხდება და მომავალშიც მოხდება, თუკი ვერ შევძლებთ ინფიცირების დონის დაქვეითებას“.

როგორც მეცნიერთა ჯგუფი და ექიმები აღნიშნავენ, საქართველოში ვაქცინაციის ტემპი საგანგაშოდ დაბალია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს სიტუაციის სასწრაფოდ გამოსასწორებლად.

მიმართვის ავტორები გამოთქვამენ მზადყოფნას, ყველა შეკითხვას, რომელიც კი საზოგადოებაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით წარმოიქმნება, დეტალური და მეცნიერულად დასაბუთებული პასუხი გასცენ.

მიმართვას ხელს აწერენ:

სოფო ბერიძე, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი,
ეკატერინე ბერიშვილი, ჟენევის უნივერსიტეტი, შვეიცარია
რევაზ ბოჭორიშვილი, კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკა, საფრანგეთი
მაია ბუწაშვილი, ნეოლაბი, თბილისი
მარინა გვახარია, რეპროდუქციული კლინიკა, სანჰოზე, კალიფორნია
გიორგი (გოგი) გეგელაშვილი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, დანია
ნანა გეგეჭკორი, მაიმონიდის ჰოსპიტალი, ნიუ-იორკი, აშშ
ზურაბ გურული, მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკა, მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯექსონი, მისისიპი, აშშ
ვახტანგ კალოიანი, ნიუ ჰოსპიტალსი, თბილისი
გიორგი კამკამიძე, ნეოლაბი, თბილისი
ზაზა კოკაია, ლუნდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, შვედეთი
ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, თბილისი
არჩილ მარშანია, STENA Ltd, აბერდინი, დიდი ბრიტანეთი
მამუკა მაჩაიძე, ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალი, ბალტიმორი, აშშ
ნინო ნაცვალაძე, შტუტგარტის კლინიკა, გერმანია
ზაზა უჯმაჯურიძე, კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკა, დანია
ანი ქავთარაძე, წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატკლინიკა, თბილისი
ნატალია ქვარცხავა, დუსელდორფის საუნივერსიტეტო კლინიკა, გერმანია
თამრიკო ქვარცხავა, Global PV Source, მორისტაუნი, ნიუჯერსი, აშშ
ლიკა ჭყონია, რეპროარტი, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა, საქართველო
ცოტნე ჯავახიშვილი, კალიფორნიის ბიოსამედიცინო კვლევების ინსტიტუტი, სან დიეგო, კალიფორნია, აშშ", - აღნიშნულია მიმართვაში.