მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 13 ათასი ტონა ამერიკული ხორბალი და 4 ათასი ტონა სოიო შემოვიდა - აშშ-ის საელჩო

5ff5ae2b6c09d
BM.GE
06.01.21 16:29
3639
საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასი ტონა ამერიკული ხორბალი და 4 ათასი ტონა სოიო შემოვიდა. საელჩოს თანახმად, ეს პროდუქტები ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, მათი რეალიზაციიდან მიღებულ თანხას კი აშშ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერისთვის გამოიყენებს.

"საქართველოში მდგრადი და მრავალფეროვანი ეკონომიკის განვითარებისთვის აშშ აგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას. აშშ-ის სოფლის მეურნეობის „საკვები პროგრესისთვის" პროგრამის ფარგლებში კიდევ ორმა გემმა: Ocean Gladiator და Babuza Wisdom-მა 13 000 ტონა ხორბალი და 4 000 ტონა სოიო 3 იანვარს ფოთის პორტში შემოიტანა.

სოიო და ხორბალი საქართველოს ბაზარზე გაიყიდება და შემოსულ თანხას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ფერმერებისა და მწარმოებლების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. ამასთანავე, გაუმჯობესდეს საკვების უსაფრთხოება და ხარისხი საქართველოს რძის პროდუქტისა და საქონლის ხორცის წარმოებაში,"- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.