მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 13,000 ჩასარიცხი ტერმინალია - რა თანხას რიცხავენ მათში?

62750dc861256
BM.GE
06.05.22 16:40
10137
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ უნაღდო ოპერაციების ზრდის მიუხადავად, კვლავ აქტუალურია ფიზიკური ჩასარიცხი ტერმინალების გადახდებიც. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით სულ 13,000 თვითმომსახურების ტერმინალი დგას, ამასთან წინა წელთან შედარებით ამ ტერმინალების რაოდენობა 1,000-ით არის გაზრდილი.

იზრდება ამ აპარატებში ჩარიცხული ფულის მოცულობაც. 2022 წლის მარტში მათში 10 მილიონი ოპერაცია შედგა, რომლითაც 723 მილიონი ლარი ჩარიცხეს. ესაა საბანკო ვალის მომსახურება, აზარტულ კომპანიებში შეტანილი თანხა, კომუნალური გადასახადები და სხვა მოსაკრებლები.

როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ერთი საშუალო ჩასარიცხი აპარატით თვეში 764 ოპერაცია სრულდება და 55 ათასი ლარი ირიცხება. ეს დღეში 25 ჩარიცხვას ნიშნავს, ერთი საშუალო ჩარიცხვის მოცულობა კი 72 ლარს შეადგენს.

როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, ერთი საშუალო ჩარიცხვის ღირებულება იზრდება. ერთი წლის წინ ეს 55 ლარი იყო, 2020 წელს 40 ლარი, 2019 წელს კი 30 ლარი.

ჩარიცხული თანხების მატებასთან ერთად სავარაუდოდ, იმატებს ჩასარიცხი აპარატების ოპერატორთა საკომისიო შემოსავალიც, თუმცა ეს სტატისტიკაში წარმოდგენილი არაა.