მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 17 თებერვალს სულ 3 078 აცრა ჩატარდა - NCDC

620f5668ed24e
ვიქტორია მღებრიშვილი
18.02.22 12:35
522
სართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ 18 თებერვლის მონაცემებით, სულ 2 791 310 აცრა ჩატარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეისთვის მინიმუმ 1 დოზით ადამიანია 1 345 661 ვაქცინირებული, რაც 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის 46.8%-ია. სრულად ვაქცინირებულია 1 238 784 ადამიანი , ანუ მოზრდილი მოსახლეობის 43.1%; ამასთან ბუსტერ დოზით 204 244 პირია აცრილი.

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით 4 002 (2.26%), ხოლო სრულად - 3 038 (1.71%) მოზარდია აცრილი;

16-17 წლის მოზარდებში კი მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 491 (15.40%) პირი, სრულად აცრილია - 10 999 (13.56%).

რაც შეეხება აცრის დღიურ მაჩვენებელს, 17 თებერვალს 3 078 აცრა ჩატარდა. რეგიონების მიხედვით კი აცრების რაოდენობა ასე ნაწილდება: თბილისი - 964; იმერეთი - 441; აჭარა - 405; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 314; ქვემო ქართლი - 247; კახეთი - 202; გურია - 180; შიდა ქართლი - 122; სამცხე-ჯავახეთი - 124; მცხეთა-მთიანეთი - 46; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 33.