მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 2 წლის ბავშვი COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდა

5e917c234fe25
ინგა მურუსიძე
11.04.20 12:10
1009
ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათგან ერთი 2 წლის ბავშვია, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

„ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათგან ერთი 2 წლის ბავშვია. ერთი ბავშვი დაგვემატა, მაგრამ ის ჩვენთან არ დადასტურებულა და გადმოყვანილი შემთხვევაა. ის დედასთან ერთად იყო გადმოყვანილი და დედას მაშინ არ დაუდასტურდა, ახლა ბავშვიც გამოჯანმრთელდა“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.