მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 21 თებერვალს სულ 3 006 აცრა ჩატარდა - NCDC

621490ac422a1
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.22 11:41
482
სართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ 22 თებერვლის მონაცემებით, სულ 2 800 752 აცრა ჩატარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეისთვის მინიმუმ 1 დოზით ადამიანია 1 347 152 ვაქცინირებული, რაც 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის 46.9%-ია. სრულად ვაქცინირებულია 1 241 806 ადამიანი , ანუ მოზრდილი მოსახლეობის 43.2%; ამასთან ბუსტერ დოზით 209 124 პირია აცრილი.

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით 4 018 (2.27%), ხოლო სრულად - 3 083 (1.74%) მოზარდია აცრილი;

16-17 წლის მოზარდებში კი მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 505 (15.42%) პირი, სრულად აცრილია - 11 026 (13.60%).

რაც შეეხება აცრის დღიურ მაჩვენებელს, 21 თებერვალს 3 006 აცრა ჩატარდა. რეგიონების მიხედვით კი აცრების რაოდენობა ასე ნაწილდება: თბილისი - 876; აჭარა - 456; იმერეთი - 392; ქვემო ქართლი - 245; კახეთი - 242; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 206; გურია - 199; შიდა ქართლი - 164; სამცხე-ჯავახეთი - 102; მცხეთა-მთიანეთი - 69; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 55.