მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 5 მილიონი მობილურია - ბრენდების მიხედვით მობილურების რეიტინგი

5e66a79ac53a6
შოთა ტყეშელაშვილი
10.03.20 00:28
3202
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სულ 5 მილიონი მობილური ტელეფონია. კომისიამ დათვალა ამ ტელეფონების განაწილება მწარმოებლების მიხედვით. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ბაზრის ყველაზე დიდი წილი კორეულ გიგანტ Samsung-ს უჭირავს. ქვეყანაში Samsung-ის სულ 1,928,389 მობილურია. ეს ბაზრის 36%-ს შეადგენს. ოპერაციული სისტემების მიხედვით, კი პირველ ადგილზე Android-ის პლატფორმაა, რომელზეც ბაზრის 3/4 მოდის.

საქართველოში არსებული მობილური ტელეფონების განაწილება მწარმოებლის მიხედვით:

1) Samsung - 1,928,389 მობილური ტელეფონი, ბაზრის 36%; 



2) Apple - 725,749 მობილური ტელეფონი, ბაზრის 14%; 



3) Nokia/Microsoft - 566,445 მობილური ტელეფონი, ბაზრის 11%; 



4) Huawei - 517,675 მობილური ტელეფონი, ბაზრის 10%; 



5) Lenovo - 121,015 მობილური ტელეფონი, ბაზრის 2%; 



6) LG - 53,868 მობილური ტელეფონი, ბაზრის 1%; 



7) Sony - 50,861 მობილური ტელეფონი, ბაზრის 1%;



8) TCT - 40,494 მობილური ტელეფონი, ბაზრის 1%; 



9) HTC - 30,803 მობილური ტელეფონი, ბაზრის 1% 



10) ZTE - 20,243 მობილური ტელეფონი, ბაზრის 0.4% 



სხვა - 1,271,093 აპარატი, ბაზრის 24% 


უკანასკნელი წლების განმავლობაში მობილურების იმპორტი თანხორბივად ყველაზე დიდი 2019 წელს იყო და ის $212 მილიონ დოლარს შეადგენდა.