მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 800,000 ზრდასრული მწეველია, ისინი მეცნიერულად დადასტურებულ ალტერნატივებზე წვდომას იმსახურებენ - იური გორდოკი

603cc78d70172
BM.GE
01.03.21 14:40
1196
კავკასიასა და მოლდოვაში “ფილიპ მორისის” გენერალური მენეჯერი, იური გორდოკი BMG-ის გადაცემა ”ჩექპოინტთან” საუბარში ამბობს, რომ PMI-ის ამბიციურ მიზანს, მსოფლიოში სიგარეტის უკვამლო ალტერნატივებით ჩანაცვლება წარმოადგენს.

იური გორდოკი აღნიშნავს, რომ დღეისთვის საქართველოში 800 ათასი ზრდასრული მწეველია და ისინი სიგარეტის მეცნიერულად დადასტურებულ ალტერნატივებზე ინფორმირებულ არჩევანს იმსახურებენ.

“საქართველოში, ამჟამად, დაახლოებით 800 000 ზრდასრული მწეველია. ეს ათასობით მწეველი მხოლოდ სტატისტიკური რიცხვი არ გახლავთ. ამ ადამიანებს ყოველდღიურად ვხვდები ქუჩაში და ხშირად ვეკითხები მათ, თუ რატომ აგრძელებენ მოწევას. ეს ადამიანები ზუსტად უნდა აცნობიერებდნენ, რას იწვევს სიგარეტის მოწევა.

ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ სწორედ სიგარეტებში შემავალი ნიკოტინია, რომელიც იწვევს სიკვდილიანობას. მაგრამ ეს ასე არ არის. ნიკოტინი დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებაა, მაგრამ ის არ წარმოადგენს სიკვდილის მიზეზს. პრობლემას წარმოადგენს წვა. თუკი შევძლებთ წვის ელემენტის ამოღებას, მნიშვნელოვნად შემცირდება პროდუქტის მიერ გამოყოფილი მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობა.

დიახ, ვადასტურებ, რომ ჩვენს ინდუსტრიას უდავოდ ჰქონდა სანდოობასთან დაკავშირებული პრობლემა წარსულში. თუმცა ჩვენ გვწამს, რომ ისტორიული წარსული არ უნდა იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ ამ 800 000 ზრდასრულ მწეველს, რომლებიც ალტერნატიული პროდუქტის არარსებობის შემთხვევაში გააგრძელებდნენ მოწევას - წაერთვათ შესაძლებლობა მიიღონ უკეთ ინფორმირებული გადაწყვეტილება,”- აღნიშნავს იური გორდოკი.

2019 წლის ბოლოს კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი გასახურებელ თამბაქოსთან დაკავშირებით. სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი ქართულ ბაზარზე ამ კატეგორიის პროდუქტების შემოტანა. იმის მიუხედავად, რომ არაერთი ავტორიტეტული რეგულატორის შეფასებით, მათ შორის FDA-ს შეფასებითაც, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტი IQOS-ი მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებებზე მომხმარებლის დაქვემდებარებას ამცირებს, თუმცა ის საქართველოში ჩვეულებრივი სიგარეტის ანალოგიურად იბეგრება. საგადასახადო მიმართულებით, იური გორდოკი დიფერენცირებული და რისკზე დაფუძნებული მიდგომის შემოღებას უჭერს მხარს და აღნიშნავს, რომ სხვადასხვა მიმართულებით დიფერენცირებული საგადასახადო მიდგომა ქვეყანაში ისედაც არსებობს.

PMI-იმ სიგარეტის ახალი თაობის ალტერნატიული პროდუქტების შექმნისთვის $7.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანიის თანახმად, 2020 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით გასახურებელი თამბაქოს მათ პროდუქტს მსოფლიოს მასშტაბით 17.6 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, მათგან 70%-მა IQOS-ის მეშვეობით სიგარეტის მოხმარება სრულად ჩაანაცვლა.