მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში ადამიანები წელიწადში 200 დღესაც კი არ ვმუშაობთ"

5e1984183d88c
ლევან თაღიაშვილი
11.01.20 12:15
6861
Global Cell-ის დამფუძნებელი გიორგი ზვიადაძე ამბობს, რომ საქართველომ ფინეთს კი არა, ისარელს უნდა მიბაძოს და 4–დღიან სამუშაო გრაფიკზე არ უნდა გადავიდეს.

მისი თქმით, საქართველოში ადამიანები 200 დღის განმავლობაშიც კი არ მუშაობენ, რაც ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი არაა.

"საქართველოში არის 17 უქმე დღე, მაშინ როდესაც ევროპაში საშუალოდ 11 დღის განმავლობაში ისვენებენ. 365 დღეს რომ გამოვაკლოთ დასვენების დღეები, Day Off-ები და შვებულების პერიოდი, გამოვა, რომ 200 დღესაც კი არ ვმუშაობთ. ნახევარ წელიწადზე ოდნავ მეტს ვმუშაობთ 365 დღის განმავლობაში.

ბევრი ადამიანი წერდა სოციალურ ქსელში, რომ ფინეთი 4–დღიან და 6–საათიან სამუშაო დღეზე გადავიდა. ფინეთი ძალიან ძლიერი სახელმწიფოა და მე ვფიქრობ, რომ ისრაელს უნდა ვბაძავდეთ და არა – ფინეთს. იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ვცხოვრობთ", - ამბობს ზვიადაძე