მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში ადამიანებს კოოპერაცია, ანუ ერთად მუშაობა არ შეუძლიათ“ - ბექა გონაშვილი

6096849f2b55b
ვიქტორია მღებრიშვილი
08.05.21 17:30
3653
ფერმერული მეურნეობა „აგროქიზიყის“ ხელმძღვანელის ბექა გონაშვილის შეფასებით, საქართველოში ადამიანებს კოოპერაცია, ანუ ერთად მუშაობა არ შეუძლიათ, მაშინ როდესაც კოოპერაციული მიდგომა მეურნეობებს ავითარებს და უფრო ძლიერს ხდის. ამის შესახებ მან BMG Drive-ში სტუმრობისას ისაუბრა.

„ის, რომ მიწები დაფრაგმენტებულია და ამის გაერთიანებას ვერ ვახერხებთ, ეს პრობლემაც ადამიანურ ფაქტორებზე გადის, რადგან დღეს საქართველოში ადამიანებს კოოპერაცია, ანუ ერთად მუშაობა არ შეუძლიათ. მაგალითად მე, შენ და 10 კაცს გვყვავს ფუტკარი და რეალიზაცია გვინდა მოვახდინოთ, რომ მოგება დაგვრჩეს. ამას ერთი მოთავე ადამიანი უნდა, რომ პოზიციონირება ერთობლივი სახელით შევძლოთ. უწყვეტი მიწოდება მომხმარებლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიდრე ვთქვათ, რომ ორი თვე თაფლი მექნება და მერე აღარ. ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება, თუ ადამიანები ერთად აზროვნებას შეძლებენ. ევროპა და იქაური სოფლის მეურნეობა რომ მოგვწონს, იქ ვერ ნახავთ ფერმერს, ვისაც თავისი პროდუქტი აქვს გამოტანილი და ყიდის. იქ შექმნილია კოოპერატივები, რომელსაც 35-40 ათასი წევრი ჰყავს და ეს კოოპერაცია წლებს ითვლის.

ჩვენთან კოოპერაციას 9 კაცი ქმნის, იმისთვის, რომ ტრაქტორი მიიღოს, ცოტა ხანში ეს კოოპერაცია დაიშალოს და ტრაქტორი მათ დარჩეთ, ეს არასწორია. მიდგომა და დამოკიდებულებაა არასწორი“, - აცხადებს ფერმერი.