მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში აეროპონიკის სისტემის მცოდნე აგრონომს ვერ ვპოულობდით“ - "ჰაი გარდენი"

62f51e7b33899
ალა ისპირიანი
11.08.22 23:30
1693
კომპანია „ჰაი გარდენის“ დამფუძნებლები, რომელიც NASA-ს ტექნოლოგიით საქართველოში ვერტიკალურ სათბურს მართავენ და მიკრომწვანილისა და მოზრდილი ფოთლების ე.წ. Baby leaf-ის აწარმოებენ, ქვეყანაში ახალი აეროპონიკის სისტემების მცოდნე კადრების არარსებობაზე საუბრობენ.

Bm.ge-სთან კომპანიის დამფუძნებელი ნიკოლოზ გვარაძე ამბობს, რომ სათბურში აეროპონიკის სისტემის გამოყენების მიზნით, ამ სისტემის მცოდნე აგრონომს 4 თვის განმავლობაში ეძებდნენ.

„აგრონომს ვერ ვპოულობდით ვინც ამ სისტემებში იყო ჩახედული. ჩვენი სისტემა აგროსფეროში უახლესია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პირველი პროტოტიპია. ამ საქმისთვის აგრონომს ოთხი თვე ვეძებდით. საბოლოოდ ვიპოვეთ ის ადამიანი, ვინც ჩვენი იმედები გაამართლა და იმ შედეგს მიგვაღწევინა, რაც ჩაფიქრებული გვქონდა. აგრონომი, რომელიც ვიპოვეთ ქართველია და ახლა, რა თქმა უნდა, ჩვენთან მუშაობს“, - აღნიშნა მან.

აღნიშნული გამოწვევის შემდეგ, კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ გადაწყვიტეს ქარხანა განათლების ჰაბად აქციონ და აღნიშნული მიმართულებით სტუდენტების გადამზადება თავიანთი მთავარი აგრონომის დახმარებით დაიწყონ.

„დამწყები აგრონომები გვჭირდებოდა ვინც მთავარი აგრონომისგან ამ სისტემას შეისწავლიდნენ. სტუდენტების დასაქმება გვინდოდა, მაგრამ ინტერესი არ წამოვიდა. შემდეგ ისეთი ადამიანი ვნახეთ, ვინც უბრალოდ მოწადინებული იყო, ის დავასაქმეთ და ნულიდან ვასწავლით. გეგმაში ქარხნის განათლების ჰაბად გადაქცევა გვაქვს, სადაც სტუდენტების გადამზადება მოხდება. აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა გვინდა, რომ ჩვენი აგრონომის დახმარებით მათი სტუდენტების გადამზადება მოხდეს", - ამბობს ნიკოლოზ გვარაძე და დასძენს, რომ მომავალ წელს კომპანია გაფართოებას გეგმავს და დამატებითი კადრები აუცილებლად დასჭირდებათ. 

ცნობისთვის, კომპანიამ რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში NASA-ს ტექნოლოგიით საკვები მცენარეების წარმოება დაიწყო.